საქართველოს თავისუფალ-დემოკრატიული პარტიის

 

 

პროგრამა

 

 

I.პრეამბულა.


პიროვნების თავისუფლება - სამართლებრივი დემოკრატიული სახელმწიფოს ერთადერთი ძირითადი პრონციპია. მთელი კაცობრიობის ისტორია, დაწყებული ანტიკური ხანიდან დღემდე, გამსჭვალულია ბრძოლით პიროვნების ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური ზეწოლისაგან განთავისუფლებისათვის, მისი შემოქმედებითი პოტენციალის მაქსიმალურად გახსნისათვის.

            თავისუფლება და დემოკრატია აუცილებლობის საკითხია ადამიანთა თავისუფალი და აქტიური მოქმედების თანაფარდობის შესახებ მისი გარეგანი პირობებით, პირველ რიგში ობიექტური მოქმედებით, რომელიც არ არის დამოკიდებული ადამიანთა შეგნებასა და ნებისყოფაზე, საზოგადოების და ბუნების კანონზომიერებაზე.

            მოცემული პრობლემა , პირველად მეტ-ნაკლებად ზუსტად იყო ფორმულირებული ფილოსოფიაში სპინოზას მიერ, რომელმაც გვაჩვენა, რომ ადამიანის მოქმედების თავისუფლება განისაზღვრება მისი გონივრულობის ხარისხით. ჰეგელის თვალსაზრისით კი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო წინ გადადგმული, რომელიც გვასწავლიდა, რომ თავისუფლება არის შეცნობილი აუცილებლობა.

            ადამიანის და მოქალაქეთა უფლებების დეკლარაციამ, გამოცხადებულმა დიადი ფრანგული რევოლუციის მიერ, და ბილი უფლებაზე, რომელიც მიღებული იქნა ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის გამარჯვების შედეგად, აღნიშნა უდიდესი პროგრესი პიროვნების თავისუფლების უზრუნველყოფაში.

            მსოფლიო საზოგადოების პრინციპული დამოკიდებულება  პიროვნების თავისუფლებასთან დაფიქსირებულია ადამიანთა უფლებების საერთო დეკლარაციაში, ასევე ჰელსინკის დასკვნით აქტში, რომელიც მიღებული იქნა ევროპაში ადამიანთა უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირზე.

            ზემოთ მოხსენებული პრინციპებიდან გამომდინარე, ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ვაცხადებთ ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნას  თავისუფალ-დემოკრატიული პარტიისა.

            მხოლოდ თავისუფალ ადამიანს შეუძლია დაამყაროს სამოქალაქო მშვიდობა და დემოკრატია, ადამიანთა უფლებების დაცვის და შემოქმედებითად ისწრაფოდეს საერთო კეთილდღეობისაკენ.

            თავისუფალ-დემოკრატიული პარტიის ძირითადი ამოცანაა დააწინაუროს ახალი პოლიტიკოსები, პროფესიული და კომპეტენტური ადამიანები, ენერგიული პიროვნებები, რომელთაც ძალუძთ დაიცვან საქართველოს მოქალაქეების ინტერესები.

            თავისუფალ-დემოკრატიული პარტია თავისი პროგრამის რეალიზაციას მიაღწევს დემოკრატიული არჩევნების გზით (საპრეზიდენტო, საპარლამენტო, ადგილობრივი), ასევე თავისი შეხედულებებისა და წინადადებების პროპაგანდის ახსნა განმარტების გზით. თავისუფლებას და დემოკრატიას, საქართველოს მოქალაქეთა კეთილდღეობას და მათ მომავალს საშიშროება ემუქრება. თავისუფალ-დემოკრატიული პარტია ხალხთან ერთად იღებს პასუხისმგებლობას თავის თავზე - გამოიყვანოს ქვეყანა არსებული კრიზისიდან.

            თავისუფალ-დემოკრატიული პარტია - არის პარტია მათთვის, ვისაც სჯერა, რომ მხოლოდ თავისუფალ ქვეყანაში (პოლიტიკურად, სოციალურად, ეკონომიკურად) შეუძლია მოქალაქეს იგრძნოს თავის უსაფრთხოება, სადაც მას შეუძლია თავისი პოტენციური შესაძლებლობების რეალიზება სწავლაში, შრომასა თუ დასვენებაში.

 

II.ჩვენი პირველადი ამოცანა. 

 

- ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა;

- მოქალაქეთა თავისუფლების უზრუნველყოფა;

- ცხოვრების დონის ამაღლება;

- უმუშევრობის ლიკვიდაცია;

- დამნაშავეობის ზრდის შემცირება. 

 

 III.სოციალური საკითხები. 

 

- საშუალო ხელფასის გაზრდა;

- მინიმალური პენსიის გადიდება არა ნაკლები 40% საშუალო ხელფასისა;

მოსახლეობის ფულადი შემოსავლების გადიდება;

-  ქვეყნის ყველა მოქალაქის უზრუნველყოფა საცხოვრებელი ფართით;

- ძირითადი კვების პროდუქტებზე საშუალო მოხმარების დონის ამაღლება;

- უფასო სახელმწიფო სამედიცინო სისტემის განვითარება. გამოყენებულ იქნას აუცილებელი სამედიცინო დაზღვევა;

- უზრუნველყოფილი იქნას განათლების სახელმწიფო გარანტია, უფასო საშუალო და უმაღლესი განათლების მიღება;

- უზრუნველყოფილ იქნას სახელმწიფო დახმარებით მცირე შემოსავლიანი მოსახლეობის ფენა, მრავალშვილიანი ოჯახები და პენსიონერები;

- თამბაქოსა და ალკოჰოლის მავნებლობის პროპაგანდა;

- სამთავრობო სტრუქტურებში შეყვანილ იქნას ორგანო, რომელიც განაგებს უფლებებისა და მორალის პრობლემებს საზოგადოებაში. 

 

 

 IV.ეკონომიკური საკითხები. 


- თავისუფალ-დემოკრატიული პარტია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ურყევ პრინციპებს მისდევს;

- უზრუნველყოფილ იქნას საზოგადოება ეკონომიკური თავისუფლებით;

- მომზადდეს კომპლექსური საგადასახადო რეფორმა, საგადასახადო კანონების დარეგულირებით;

- სახელმწიფომ ხელი შეუწყოს წარმოების განვითარებას, ახალი მუშა ხელის დასაქმებით;

- განვითარდეს სახელმწიფო ვაჭრობის სექტორი, თანაბრად კერძო სექტორისა;

- გაგრძელდეს პრივატიზაცია (მათ შორის მიწის) ფართო მასების ჩართვით;

- სახელმწიფოს მიერ დაცული იქნას კერძო საკუთრება, ასევე სახელმწიფო ქონება;

- განხორციელდეს ექსპორტის მხარდაჭერა, გაუქმებული იქნას არაგონივრული ლიცენზიები, მოხდეს საბაჟო ქმედებების დარეგულირება;

- უზრუნველყოფილი იქნას ლარის სტაბილურობა;

- გამოცხადდეს კორუფციასთან დაუნდობელი ბრძოლა, არმოიფხვრას მისი გამომწვევი მიზეზები;

- შემოღებულ იქნას მინისტრთა კაბინეტი და პრემიერ-მინისტრის ინსტიტუტი რომელიც აამაღლებს მთავრობის პასუხისმგებლობას;

- უნდა განხორციელდეს ეროვნული ძალების საერთაშორისო საფინანსო და ეკონომიკურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობა;

- საკრედიტო დაწესებულების განვითარების მიზნით შემუშავებული იქნას მეცნიერული პროგრამები;

- სოფლის მეურნეობის იმ პროდუქტების იმპორტი, რომლის წარმოებაც შესაძლებელია ადგილზე - შეიზღუდოს. განვავითაროთ ადგილზე გამოშვებული - - პროდუქტების ექსპორტი. განთავისუფლდეს ის საბაჟო გადასახადისაგან ;

- მიექცეს ყურადღება ჩვენი ტრადიციული დარგების განვითარებას: მევენახეობას, მეჩაიეობას, მეხილეობას, მეციტრუსეობას;

- გაუმჯობესდეს ქართული ერის დემოგრაფიული მდგომარეობა;

- ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის ცოდნა სავალდებულოა ქვეყნის ყველა მოქალაქისათვის;

- განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიექცეს იმ ფაქტს, რომ საქართველო იყო და რჩება მრავალ ეროვან ქვეყანად, სადაც არასდროს ჰქონია ადგილი არაქართული მოსახლეობის დევნას და შევიწროვებას, პირიქით, უფრო უნდა განმტკიცდეს მათთან მეგობრული დამოკიდებულება, რომელიც ჩვენს ისტორიულად ჩამოყალიბებულ ტრადიციებშია;

- მიღებული იქნას ახალი კონსტიტუცია საქართველოს სპეციფიკის გათვალისწინებით, დაცული საერთაშორისო სტანდარტებიტ. განსაკუთრებით - მოქალაქეს ნება მიეცეს პარლამენტში დეპუტატობაზე კენჭი იყაროს მხოლოდ 35 წლის, ხოლო პრეზიდენტობაზე - 45 წლის ასაკიდან;

- ყოველი საქართველოს გარეთ მცხოვრები ქართველი, განურჩევლად საცხოვრებელი ადგილისა და მოქალაქეობისა, ავტომატურად უნდა სარგებლობდეს საქართველოს მოქალაქის ყველა უფლებებით და, აქედან გამომდინარე, ჰქონდეს უფლება მიიღოს მონაწილეობა ყველა რანგის არჩევნებში;

- თავისუფალ-დემოკრატიული პარტია იბრძოლებს - საქართველო გადაიქცეს თავისუფალ, დემოკრატიულ, უნიტარულ სახელმწიფოდ.

 

 

V.სახელმწიფო და საზოგადოება

 

 

- სახელმწიფოს მთავარი მიზანია - თავისი მოქალაქეების კეთილდღეობა, დემოკრატიული უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველყოფა წესრიგისა და კანონის განმტკიცების გზით;

- საქართველოს კანონების მტკიცე დაცვა, მოქალაქეების რიგითი წევრების მხრიდან დაწყებული პრეზიდენტამდე დამთავრებული;

- სამართლებრივი სისტემის რეფორმირება, მაქსიმალურად მიახლოვებული საერთაშორისო სტანდარტებს;

-  ხალხთა უშიშროების უზრუნველყოფა, გაძლიერდეს ბრძოლა დანაშაულობებთან და მისი მთლიანი ლიკვიდაცია;

- სასტიკად დაისაჯოს მიუხედავად რანგისა და თანამდებობისა კორუმპირებული ელემენტები, თანამდებობის ბოროტად გამოყენება, განსაკუთრებით სამართალდამცავ ორგანოებში;

- აეკრძალოს სახელმწიფო სექტორში თანამდებობის და სამართალდამცავ პირებს კომერციული საქმიანობა;

- დამუშავდეს სპეციალური სამართლებრივი განათლების, კულტურის, მედიცინის დაცვა და მოსახლეობის სოციალურ უზრუნველყოფის პროგრამა;

- აიკრძალოს კულტურის ცენტრების პრივატიზაცია, თუმცა შესაძლებელია ახალი კერძო კულტურის ცენტრების მშენებლობის დაფინანსება;

- პირველი რიგის ამოცანად უნდა გამოცხადდეს ბრძოლა უმუშევრობასთან და შეიქმნას დამატებითი სამუშაო ადგილები;

- ყოველნაირად დახმარება გაეწიოს მეწარმეებს პირველი ორი წელი და პირველ რიგში საკრედიტო შეღავათების მიღებაში, გამოეყოს შენობები შრომითი საქმიანობის შესაბამისად;

- გატარდეს ღონისძიებები ინფლაციის დასაწევად;

- სასტიკად აიკრძალოს დამტკიცებული ბიუჯეტის თანხების გადახარჯვა, რაც ძალიან ხშირად ხდება;

- შეიქმნას პროფესიული არმია;

- ქვეყანაში პიროვნების თანასწორობის უზრუნველყოფა სქესის, წლოვანების, ეროვნების და სარწმუნოების მიუხედავად;

- მოქალაქეთა გადაადგილების სრული თავისუფლება, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ერთი ან რამოდენიმე საცხოვრებელი ბინის, აგარაკის, სამსახურის შენობების ყიდვა ან გაყიდვის უფლებით;

- ბრძოლა გამოეცხადოს ყოველგვარ ნაციონალისტურ და შოვინისტურ გამოვლინებას;

- ქვეყნის ყველა მოქალაქე თანასწორუფლებიანია და ვალდებულია სახელმწიფოს წინაშე ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებში;

- თავისუფალ-დემოკრატიული პარტია ატარებს პოლიტიკას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის;

- გაყვანილი იქნას რუსეთის ჯარი საქართველოს ტერიტორიიდან;

- თავისუფალ-დემოკრატიული პარტია მიესალმება სრულ მაშტაბურ თანამშრომლობას ნატო - სთან;

- თავისუფალ-დემოკრატიული პარტია მხარს უჭერს ნებაყოფლობით ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტეგრაციას მსოფლიოს ყველა ქვეყანასთან, ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას, თანასწორუფლებიანობას, მოქალაქეთა უფლებების პატივისცემას და მშვიდობიან თანაარსებობას მსოფლიოს ყველა ხალხებთან;

- თავისუფალ-დემოკრატიული პარტია იბრძოლებს თავისი პროგრამის რეალიზაციისათვის, თავისუფალი დამოკრატიული არჩევნების გზით.

- ჩვენ ვართ მთავრობის კონსტრუქციული ოპოზიცია;

- აღდგეს საქართველოს ისტორიული სიმბოლიკა (დროშა, გერბი და ა.შ.)

- შეიცვალოს სახელმწიფო ჰიმნი და სიმბოლიკა სახელმწიფოში ჩატარებული რეფერენდუმის საფუძველზე.

 


 

მიღებულია 29.11.2003წ. პარტიის დამფუძნებელ ყრილობაზე